ცნობილი ადამიანები

ანჯელინა ჯოლი: ვუყურებ, როგორ მემატება ასაკი და ეს პროცესი მიყვარს

elle.co.uk

42 წლის, ანჯელინა ჯოლიმ Instyle-თან საუბრისას, საკუთარ ასაკზე ისაუბრა.

მისი თქმით, მას უყვარს მისი ასაკი, რადგან ამით ხვდება, რომ ცოცხალია.

"მე ვიყურები სარკეში და ვხვდები, რომ დედაჩემს ვემსგავსები და ეს ყველაფერი მათბობს. ვუყურებ ჩემს თავს, როგორ მემატება ასაკი და ეს პროცესი მიყვარს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი ვარ და ვცხოვრობ. ცხადია, არ მომწონს ის კვალი, რაც ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ დამრჩა. მაგრამ არ ვღელავ ჩემს გარეგნობაზე, რადგან როდესაც ჩემს სახეს ვუყურებ, ჩემს ოჯახსა და ასაკს ვხედავ. მე ისეთ ადამიანებს აღვიქვამ ლამაზად, რომლებიც არ ფიქრობენ სხვა რას ფიქრობს მათზე. ძალიან მასევდიეანებენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ კანში ვერ ცხოვრობენ და თავს არაკომფორტულად გრძნობენ." - თქვა ანჯელინა ჯოლიმ.

კომენტარები