ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ოჯახის წევრების მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 4 წელი მიუსაჯეს

www.iranhumanrights.org

სასამართლომ ოჯახში ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ცეცხლის წაკიდებით ოჯახის წევრების ქონების დაზიანებასა და განადგურებაში ბრალდებული ბ.ჭ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 იანვარს, ღამის საათებში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ბ.ჭ.-მურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის დედის-ფ.ჭ.-ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც მუშტი დაარტყა. ბ.ჭ.-ს ქმედებით ფ.ჭ.-მ ფიზიკური ტკივილიგანიცადა. აღნიშნულის შემდგომ, ბ.ჭ. სანადირო თოფის და დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ.რ.-ს და ფ.ჭ.-ს, რა დროსაც მათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, ხოლო მოგვიანებით ნ.რ.-ს ტანსაცმელს და ფეხსაცმელებს, ასევე ფ.ჭ.-ს კუთვნილ საოჯახო ნივთებს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ჭ.-ს ქმედებით ნ.რ.-ს 4030 ლარის, ხოლო ფ.ჭ. -ს 3855 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ბ.ჭ. იმავე დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ოჯახში ძალადობა), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლის წაკიდებით ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება და განადგურება) წარედგინა.

 

კომენტარები