Game of thrones

როუზ ლესლიმ GOT-ის სპოილერების თავიდან ასაცილებლად კიტ ჰარინგტონი სახლიდან გააგდო

Time Magazine

სერიალ Game of Thrones-ში იგრიტის როლის შემსრულებელმა, როუზ ლესლიმ, კიტ ჰარინგტონი სახლიდან გააგდო, რათა მერვე სეზონის სპოილერები თავიდან აეცილებინა.

როუზ ლესლის თქმით, მაშინვე როდესაც კიტ ჰარინგტონი ახალ სცენარს მიიღებს, ის მას სახლიდან აგდებს, რათა მისი სახის გამომეტყველებით ვერ მიხვდეს, რა მოხდება მერვე სეზონში.

"შემიძლია, ზუსტად წავიკითხო მისი [კიტ ჰარინგტონის] სახის გამომეტყველება. არ მინდა, რომ რამე წინასწარ ვიცოდე, ამიტომ მას სახლიდან ვუშვებ ხოლმე. მაგალითად, როდესაც ოხრავს, ესეიგი ვიღაც მოკვდა, მე კი არ მინდა ამ ყველაფრის ცოდნა." - თქვა ლესლიმ.

Game of Thrones-ის მერვე სეზონი 2019 წელს გამოვა.

კომენტარები