გენდერული კვოტირება

გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა არ მიიღო

parliament.ge

გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით არ მიიღო. 66 მომხრე, 14- წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. კანონპროექტს 75 ხმა სჭირდებოდა.

"მომდევნო კვირაში პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს, იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, ვერ შედგა შეთანხმება, შესაბამისად, უმრავლესობა დააინიცირებს ორგანული კანონის პროექტს კვოტირების შესახებ, პრინციპი იქნება იგივე- 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში, რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს, იგი უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე 1/3-ის წარმომადგენლობით. უმრავლესობის მხრიდან იქნება ინიცირებული ასეთი კანონპროექტი" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და პარტიებს ავალდებულებდა, რომ პროპორციულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

კომენტარები