პოეზია

RANKER.COM-ზე ქართველი პოეტები სიის სათავეში, შექსპირისა და დანტეს წინ არიან

0 კომენტარი
ფოტო: ranker.com

ვინ არის ყველა დროის ყველაზე დიდი პოეტი? - ამის შესახებ Ranker.com გამოკითხვას ატარებს.

მომხმარებელს ვებგვერდზე შეუძლია პოეტების წამოდგენილი სიიდან, მისთვის საუკეთესოს ხმა მისცეს. გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და დღეს უკვე სიის სათავეში ქართველი პოეტები აღმოჩნდნენ.

პირველ ადგილს შოთა რუსთაველი იკავებს 5 156 ხმით, მას ვაჟა-ფშაველა მოსდევს 3 992 ხმით, მესამე ადგილზე ნიკოლოზ ბარათაშვილია 2 435 ხმით, მეოთხზე კი გალაკტიონ ტაბიძე 3 856 ხმით. მეხუთე ადგილს უილიამ შექსპირი, მეექვსე ადგილს კი ანა კალანდაძე იკავებს. კალანდაძის შემდეგ სიაში დანტე ალიგიერი, ჰომეროსი, გოეთე და ედგარ პო არიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები