რუსეთი-საქართველო

რუსეთის საგარეო უწყება: ევროკავშირის მისია საზღვრებს ხშირად არღვევს

0 კომენტარი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს ხშირად არღვევენ" და რომ ასეთი ფაქტი ბოლო 3 თვის განმავლობაში 5-ჯერ დაფიქსირდა.

ეს განცხადებაში წერია, რომელიც უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე, 27-28 მარტის რაუნდის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ მათ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე „ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდეს, პატივი სცენ კავკასიის რესპუბლიკების საზღვრებს“.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2018 წლის ივნისისთვის არის დაგეგმილი.

ევროკავშირის შეუიარაღებული სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მონიტორინგს 2008 წლის სექტემბრიდან ახორციელებს. მისია 2008 წლის ომის შემდეგ გამოიგზავნა. მისი მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები