რუსეთი-საქართველო

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. საზღვრების დელიმიტაციას ითხოვს

mythdetector.ge

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ საჭიროა საქართველოსა და დროებით ოკუპირებულ რეგიონებს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყება, რაც შემდგომ დემარკაციის ეტაპამდე მივა. განცხადების მიხედვით, ამ საკითხებს ხაზი გაესვა ჟენევაში ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე, რომელსაც გაერო, ეუთო და ევროკავშირი თავმჯდომარეობდა

"ხაზი გაესვა, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით ძირითადი ძალისხმევა საჭიროა მიმართული იყოს ჭეშმარიტად პრიორიტეტულ ამოცანებზე - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარ უსაფრთხოებაზე ამ რესპუბლიკების მიმართ საქართველოს მიერ ძალების გამოუყენებლობის იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების დადებით, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებასა და შემდგომ დემარკაციაზე."

გაცხადების მიხედვით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოსა და ოკუპირებული რეგიონებს შორის პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. 

რუსეთი საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის საზღვრების დელიმიტაციასა და დემარკაციას ადრეც ითხოვდა.

კომენტარები