საქართველოს მთავრობა

მთავრობა: მეშახტეების დაღუპვის გამო, 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დაღუპული მუშების ხსოვნის პატივსაცემად, ხვალ ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

დღეს, გამთენიისას ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს განუცხადეს, სამთო დარტყმის შედეგად შახტაში ქანები ჩამოიშალა.

კომენტარები