კრიმინალი

დაპირისპირება პოლიციასთან - გორში ცხრა ადამიანი დააკავეს

flickr

გორში ცხრა ადამიანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, მიზეზი სამართალდამცველებსა და დაკავებულებს შორის დაპირისპირება გახდა. 

სამინისტროს ინფორმაციით, სამი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) არის დაკავებული, ექვსი კი - სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით).

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცი კეცხოველის ქუჩის სკვერში აღდგომას აღნიშნავდა, მოსახლეობამ ხმაურის გამო პოლიცია გამოიძახა. პატრულის ადგილზე მისვლის შემდეგ, ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდა. 

კომენტარები