Freedom House-ის კვლევა

დემოკრატიის ინდექსის კლება და არაფორმალური მმართველობა - Freedom House-ის ახალი კვლევა

ქართული ოცნება

Freedom House-ის მორიგი ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის კვლევას ეხება, საუბარია ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე და ქვეყანაში არსებულ ჰიბრიდულ დემოკრატიაზე.

კვლევაში, სახელწოდებით "ლიბერალიზმის დაპირისპირება", საქართველოზე თავს "არაფორმალური მმართველობა: კაცები ფარდებს მიღმა" ეწოდება. 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 7-დან 4.68 ქულა აქვს (რითიც მე-19 ადგილს იკავებს და გარდამავალი ქვეყნების ჯგუფში რჩება). დემოკრატიის ინდექსი ბოლო 2 წლის მანძილზე 4.61 იყო. Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში ქვეყნებში არსებული დემოკრატიები 1-დან 7 ქულამდე არიან შეფასებულები, სადაც საუკეთესო მაჩვენებელი 1-ია, ხოლო ყველაზე ცუდი - 7. 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბიძინა ივანიშვილი მართალია ფორმალურად არცერთ თანამდებობას არ იკავებს, თუმცა მისი გავლენა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ მაღალია: 

"მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან მოსვლიდან 1 წლის შემდეგ, 2013 წელს გადადგა, თუმცა ის კვლავ აკონტროლებს მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას, რომელიც მისი კომპანიების თანამშრომლებით ჰყავს დაკომპლექტებული. ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტები თბილისის განვითარების გეგმები ქართულ პოლიტიკას ბუნდოვანს ხდის".

ანგარიშში, ასევე, ვკითხულობთ, რომ იმ ფონზე, როცა ევროპაში უკუსვლაა, არ არის გასაკვირი, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და ყირგიზეთი "ავტორიტარიზმის რისკის წინაშე დგანან".

ამასთან, საქართველო ჰიბრიდული დემოკრატიების მქონე ქვეყნების ჯგუფში მოხვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნები დემოკრატიული წესით ტარდება, თუმცა დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია. 

კომენტარები