კომუნიკაციები

კომისია: НТВ плюс-ს მაუწყებლობა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ შეეძლება

Reuters

Газпром медиа ქართულ სატელევიზიო ბაზარზე გეგმავს შემოსვლას. ამის შესახებ კომპანია НТВ плюс-მა საკუთარ ვებგვერდზე დაწერა.  НТВ плюс ფასიანი ტელევიზიის პროვაიდერად გეგმავს რეგისტრაციას, ის მომხმარებლისთვის ორი პაეტის 50 და 90 არხიანი პაკეტების შეთავაზებას გეგმავს.

ტაბულამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მიიღო წერილობითი განმარტება იმის შესახებ თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს ამ კომპანიას, რათა ეთერში გავიდეს. კომისიის ცნობით, НТВ плюс-ი საქართველოში 2016 წელს დარეგისტრირდა, თუმცა მას მაუწყებლობის ტრანზიტის დაწყებისთვის სამეწარმეო რეესტრში მოუწევს გაწევრიანება.

კომუნიკაციების კომისიის განმარტება НТВ плюс-ის მიერ ფასიანი ტელევიზიის პროვაიდერად რეგისტრაციის შესახებ

"მოგახსენებთ, რომ „ნტვ +“-მა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ორი წლის გაიარა რეგისტრაცია (2016 წლის 12 სექტემბერს) და მიღებული აქვს ავტორიზაცია. კომუნიკაციების კომისიაში დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, პროცედურულად ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივი ავტორიზაციის საშუალებით ავსებდა დეკლარაციას, მათ შორის უცხოური კომპანიის წარმომადგენელი და თუ ის კანონით გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს წარადგენდა ავტომატურად იღებდა ავტორიზაციას.

  • ავტორიზაციის გავლის დროს კომპანია ნტვ+-მა წარმოადგინა კანონით მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტები:
  • ღია სააქციო საზოგადოება „ნტვ-პლუსის“ წესდება;
  • ღია სააქციო საზოგადოება „ნტვ-პლუსის“ ამონაწერი რუსეთის იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან;
  • კომპანიის გენერალური დირექტორის მიხეილ დემინის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლი;
  • მინდობილობა რუსუდან გოგინავას სახელზე;
  • დოკუმენტაცია ნათარგმნია ქართულ ენაზე და დამოწმებულია ნოტარიულად.

ბმულები:

კომისიამ ეს მიდგომა შეცვალა და დღეს უკვე უცხოურ კომპანიას მხოლოდ ავტორიზაციის საფუძველზე არ შეუძლია საქმიანობის დაწყება, იმისთვის რომ კომპანია ქართულ ბაზარზე შემოვიდეს მან სამეწარმეო რეესტრში უნდა გაიაროს რეგისტრაცია, რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა კი წარმოადგინოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

ეროვნულმა კომისიამ კომპანია შპს „VOXBONE“-ს, რომელსაც ელექტრონული სფეროში საქმიანობაზე კანონმდებლობის შესაბამისად გავლილი ჰქონდა ავტორიზაცია უკვე მიმართა წერილობით და მოთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ავტორიზაცია შეუჩერდება. კომისია „ნტვ+“ს ისევე, როგორც შპს „VOXBONE“-ს, მიმართავს წერილით რომ კომისიაში წარმოდგენილ დეკლარაციას დაურთოს ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში „ნტვ+“-საც შეუჩერდება ავტორიზაცია.", - წერია კომისიის განმარტებაში.

НТВ плюс ოპერირების დაწყებას მაუწყებლობის ტრანზიტის, ანუ ფასიანი ტელევიზიის ბაზარზე გეგმავს. კომპანია მომხმარებლისთვის ორი პაკეტის შეთავაზებას გეგმავს, პირველი დაკომპლექტებული იქნება 50 რუსული და საერთაშორისო არხით, მეორე კი 90 რუსული და საერთაშორისო არხით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში НТВ плюс-ის პარტნიორო "მედია ჯგუფია", რომელიც ამ დროისთვის გაზპრომ მედიის 20-მდე არხის რეტლანსლიატორია.

"გეორგრაფიული ექსპანსია ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. საქართველო რა თქმა უნდა გვევლინება ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზრად, თუმცა ჩვენ საქართველოს კლასიკური გაგებით ბაზრად არ განვიხილავთ, ჩვენთვის ამ ქვეყანაში მაუწყებლობის გავრცელება სოციალური მისიაცაა", - ამბობს НТВ плюс-ის გენერელაური დირექტორი მიხაილ დემინი.

Газпром медиа სახელმწიფოს კუთვნილმა ენერგოგიგანტმა მედიაბაზარზე მთავრობის გავლენის ზრდის მიზნით 2000 წელს დააფუძნა დააფუძნა. 

დღეისთვის ფასიანი ტელევიზიის ბაზრის წილები კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • მაგთიკომი - 260,000 აბონენტი
  • სილკნეტი - 212,000 აბონენტი
  • სუპერ ტვ 33,000 აბონენტი

კომენტარები