რასიზმი

ნიგერიელი სტუდენტი: დარწმუნებული ვარ, ინციდენტი ჩემი კანის ფერის გამო მოხდა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ნიგერიელმა სტუდენტმა სამუელ ალავოდმა ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში გაიხსენა. მისი თქმით, იქ მყოფ შავკანიანებს არავინ გაუგდიათ.

"არავის არავინ გაუგდია, არცერთ აფრიკელს. ჩვენ დავიწყეთ თამაში, თამაში გახურდა და ბურთი ყველა მხარს დაფრინავდა. ბურთით ნებისმიერი შეიძლება დაზიანდეს. ერთერთი ჩემი მეგობარი სწრაფად დარბოდა და ამ დროს ბავშვი ცდილობდა მოედნის გადაკვეთას. ეს ჩემი მეგობარი ამ ქართველ ბავშვს შემთხვევით შეეჯახა. ვიდრე ბავშვი წაიქცეოდა, მის დაჭერას შეეცადა, რომ არ დაცემულიყო," - ამბობს სამუელ ალავოდი. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

ნიგერიელი სტუდენტის თქმით, მისი და მისი მეგობრების მიზანი ქართველი ბავშვების უსაფრთხოდ ყოფნა იყო. როგორც მან თქვა, ნიგერიელ სტუდენტებს სურდათ ქართველ ბავშვებთან თამაში, თუმცა რადგან ისინი ზრდასრულები იყვნენ, არ უნდოდათ რომელიმე ბავშვი დაშავებულიყო. სამუელ ალავოდი ამბობს, რომ ამის შემდეგ, უცხო მამაკაცმა მათ თამაშის დასრულება მოსთხოვა.

"ის ძალიან მომთხოვნი იყო, გვეუბნებოდა - შეწყვიტეთ და დატოვეთ სტადიონი. ის მოვიდა და გვიყვიროდა. ჩვენ ვცდილობდით მის იგნორირებას და ვაგრძელებდით თამაშს. მე მხოლოდ ვნახე ის, რომ ქართველი კაცი მოვიდა და ხელი დაარტყა ნიგერიელ ბიჭს. ნიგერიელმა ბიჭმა თავდაცვითი ჟესტი გააკეთა. მე ვფიქრობ, ეს ქართველი ისე გაბრაზდა ამ ყველაფერზე, რომ მივიდა და სახეში ჩაარტყა მუშტი."- გაიხსენა ალავოდმა.

მან აღნიშნა, რომ 6-7 ქართველი მივიდა მათთან და ხელის კვრით ცდილობდნენ აფრიკელი სტუდენტების სტადიონიდან გაყრას. 

ალავოდის თქმით, პოლიცია ადგილზე დაახლოებით 10 წუთში მივიდა. მისი მტკიცებით, იმის მიუხედავად, რომ ნიგერიელმა სტუდენტებმა ვიდეო აჩვენეს და ინციდენტის შესახებ დეტალურად უამბეს, პოლიციას არაფერი გაუკეთებია. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ეს ყველაფერი მოხდა თუ არა მათი კანის ფერის გამო, ალავოდმა უპასუხა - "სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი კანის ფერის გამო მოხდა."

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ადამიანებში დავინახე ბრაზი. სანამ დამარტყამდნენვცდილობდი, ისინი დამემშვიდებინა, რადგანმე არ ვჩხუბობ. სწორედ მაშინ დამარტყეს, როცა მათ დამშვიდებას ვცდილობდი. მე არაფერი დამიშავებია მათთვის. მე უმიზეზოდ მცემეს,"- თქვა ალავოდმა.

8 აპრილის საღამოს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შავკანიანი სტუდენტები საფეხბურთო მოედნიდან გააძევეს და სცემეს. ძალადობის ამსახველი ვიდეო ერთერთმა სტუდენტმა facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. მას შემდეგ, რაც არასამთავრობოებმა მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვეს, შს სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება მუშაობს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლ მაკარტნი Carpool Karaoke-ში სტუმრად [video]

კომენტარები