ჩინეთი

ჩინეთის სპერმის ბანკი დონორებისგან კომუნისტური პარტიის სიყვარულს მოითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: ch1n.com

რამდენიმე დღის წინ ჩინეთის სპერმის ბანკმა რეკლამის სახით გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რომლებიც მსურველმა დონორებმა უნდა დააკმაყოფილონ, რათა სპერმის ჩაბარება შესძლონ. კრიტერიუმებში ჩამოთვლილია, რომ დონორი არ უნდა იყოს მელოტი, არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახის დაავადება (მაგალითად, თუ დონორი ფერებს ვერ აღიქვამს, ის დაიბლოკება), მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი “სოციალისტური სამშობლოს” სიყვარულია, ანუ დონორი სპერმის ჩაბარებაზე თანხმობას მიიღებს, თუ ის "მოწოდებით სოციალისტია".

ჩინეთის პრეზიდენტმა, ხი ჯინფინგმა, კომუნისტური პარტიის ყოველდღიური ცხოვრების ეპიცენტრში დასაბრუნებლად კამპანია წამოიწყო. ქალაქებში გამოფინეს სოციალისტური შინაარსის ბანერები, იწერება ნაციონალისტური რეპ სიმღერები, კინოთეატრებში გადის სოციალისტ პატრიოტ გმირებზე გადაღებული ფილმები. ამჯერად კი, ხი ჯინფინგმა გადაწყვიტა მოსახლეობისთვის ახალი ტესტის ჩატარება, რითაც მათ კომუნისტური პარტიის სიყვარულში გამოცდის.

“დონორს უნდა გააჩნდეს კარგი იდეოლოგიური აზროვნება, განიცდიდეს სიყვარულს სოციალისტური სამშობლოს მიმართ და მხარს უჭერდეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას” - იუწყებოდა გამოქვეყნებული რეკლამა.

სოციალურ ქსელში ამ თემის განხილვისას არაერთი სასაცილო კომენტარი დაიწერა.

“ქვეყნისა და კომუნისტური პარტიის სიყვარული სპერმიდან იწყება!” - წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი.

მამაკაცები, რომლებსაც სპერმის დონორობაზე დათანხმდებიან, ანაზღაურების სახით, 5,000 ჩინურ იუანს, ანუ დაახლოებით 800$ -ს მიიღებენ. 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, სპერმის ბანკი აპლიკაციების მხოლოდ 19% -ს დათანხმდა.

გავრცელებულ რეკლამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა მედია მასზე რეკლამაზე საუბრობდა, საზოგადოება კი, უცნაურ კრიტერიუმზე ქილიკობდა მანამ, სანამ Peking University Third Hospital-მა რეკლამის კრიტერიუმების სია არ გადააკეთა. მათ სიიდან ამოიღეს კომუნისტური პარტიისა და სოციალისტური სამშობლოს სიყვარულის აუცილებლობა.

ხი ჯინფინგის ამ ნაბიჯზე კრიტიკოსებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ჩინეთის პრეზიდენტს აქვს მცდელობა, ქვეყანაში დააბრუნოს კულტის ინსტიტუტი. მათი შეფასებით, ხი ჯინფინგს სურს, სარგებლობდეს იმავე გავლენით, რითიც მაო ძედუნი სარგებლობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები