Women in the World

ნიუ-იორკში ლინკოლნის ცენტრში WOMEN IN THE WORLD სამიტი გაიხსნა

0 კომენტარი

ნიუ-იორკში ლინკოლნის ცენტრში სამიტი Women in the World 2018 წითელი ხალიჩით გაიხსნა.

წითელ ხალიჩაზე ცნობილმა ჟურნალისტებმა, მსახიობებმა, დიზაინერებმა, ჟურნალისტებმა, რეჟისორებმა და პროდიუსერებმა გაიარეს.

მათ შორის იყვნენ მსახიობები მეგ რაიანი, ჰიუ ჯეკმენი, ემი ფორსაიტი, დებრა მესინგი, მარისა ტომეი და სხვები. ასევე მოდის დიზაინერები დონა კარანი, კაროლინა ჰერერა, ტორი ბარჩი. სამიტის გახსნაზე იქნება ტელეწამყვანი და შეფ-მზარეული ენტონი ბურდენიც.

სტუმრებს შორისაა ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი - ის 13 აპრილს სამიტზე სიტყვით გამოვა. მისი მონაწილეობით გამართული პანელის მოდერატორი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი იქნება.

პანელში სახელწოდებით "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ", თამარ ჩერგოლეიშვილის გარდა, კიდევ 3 ჟურნალისტი მონაწილეობს.

მათ შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ჩვენი მკითხველი შეძლებს, სამიტის მიმდინარეობას ტაბულას მეშვეობით ადევნოს თვალი. 

პირდაპირი ეთერი სამიტიდან:

 

სამიტის შესახებ

Women in the World 2010 წელს დაარსდა, ნიუ-იორკში გამართულ სამიტებს სხვადასხვა დროს ესწრებოდნენ ისეთი ლიდერები, როგორიც არიან: აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდი, ჰილარი კლინტონი, ბილ კლინტონი, მელინდა გეითსი, მერილ სტრიპი, ანჯელინა ჯოლი, CNN-ის ჟურნალისტი კრისტინ ამანპური, მალალა იუსუფაზაი, ტომ ჰენკსი, გარი კასპაროვი და სხვები.

ფონდი და ორგანიზაცია Women in the World 2011 წელს ბრიტანელმა ჟურნალისტმა თინა ბრაუნმა დაარსა. ბრაუნი 1984 -1992 წლებში ჟურნალ Vanity Fair-ის, 1992-1998 წლებში კი ჟურნალ New Yorker-ის მთავარი რედაქტორი იყო. 

2012 წლიდან სამიტის პარტნიორია Toyota, ღონისძიება დევიდ კოხის ცენტრში ტარდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები