ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე პროპაგანდისტული ტრანსლაცია შეწყვიტა

0 კომენტარი
ფოტო: AP

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე პროპაგანდისტული ტრანსლაცია შეაჩერა. ბოლო ორი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა და თვის ბოლოს დაგეგმილი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრის გამო მოხდა.

"იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება მიგვიყვანს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ ორმხრივი კრიტიკის და პროგაპაგდის შეწყვეტამდე და ხელს შეუწყობს მშვიდობას და ახალ დასაწყისს." ნათქვამია სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამხრეთ კორეა საზღვარზე მუდმივად გადასცემდა სამხრეთ კორეულ პოპ მუსიკას და ჩრდილოეთ კორეის მმათველი დინასტიის კრიტიკას.

უცნობია შეწყვეტს თუ არა ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინის ქების და პატრიოტული სიმღერების ტრანსლაციას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საპატრიარქოს საპროტესტო პარაკლისის ფოტოები

კომენტარები