აშშ

აშშ-ის სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე მაიკ პომპეო დაამტკიცა

Getty Images

აშშ-ის სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოყენებულ მაიკ პომპეოს კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

პომპეო პოსტზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 11 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონს CIA-ს ხელმძღვანეილ, მაიკ პომპეო ჩაანაცვლებდა.

რესპუბლიკური პარტიის წევრი ყოფილი კანზასელი კონგრესმენი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დონალდ ტრამპმა გასული წლის იანვარში დანიშნა. სამხედრო კარიერის მანძილზე პომპეო, რომელმაც West Point-ის სამხედრო აკადემია დაამთავრა ცივი ომის დროს დასავლეთ ბერლინში მსახურობდა, ხოლო შემდეგ სპარსეთის ყურის ომშიც მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ მან ჰარვარდის უნივერსიტეტში იურისპრუდენცია ისწავლა და კონგრესში არჩევამდე ბიზნესმენი იყო.

მაიკ პომპეოს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები