არჩევნები 2018

ევროპული საქართველო: ვანსა და ხონში დააზიანეს უგულავას პლაკატი და ბანერი

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ხონში გიგი უგულავას პლაკატი დააზიანეს.

"არჩევნები დარღვევებით დაიწყო, სოფელ კონტუათში, გიგი უგულავას პლაკატი დააზიანეს და ჩამოხიეს" - აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, ასევე დაზიანებულია ვანში, ქალაქის ცენტრში განთავსებული ბანერი. 

დღეს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. ადგილობრივ მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ექვს კანდიდატს შორის შეუძლია.

კომენტარები