ავიაცია

სტამბოლის ათათურქის აეროპორტი 29 ოქტომბერს უკანასკნელ რეისს მიიღებს

0 კომენტარი

ფოტო: flickr.com

2018 წლის 29 ოქტომბერს სტამბოლის ათათურქის აეროპორტი უკანასკნელ რეისს მიიღებს, რის შემდეგაც აეროპორტი ოპერირებას შეწყვეტს. 29 ოქტომბერსვე გაიხსნება სტამბოლის ახალი აეროპორტიც, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იქნება.

მეგა-აეროპორტის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. პროექტის ღირებულება 7 მილიარდ ევროს აჭარბებს და ის თურქეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს. ამ დროისთვის აეროპორტის მშენებლობისა და ტექნიკით აჭურვის 85% უკვე დასრულებულია. ახალ აეროპორტს წელიწადში 150 მილიონი მგზავრის მიღება შეეძლება.

აეროპორტის ფართობი 7.659 ჰექტარია, ის სტამბოლის ცენტრიდან 35 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 

ახალ აეროპორტს ერთდროულად 114 თვითმფრინავის მომსახურება შეეძლება და ის დღეში 3,000 რეისს მიიღებს. მასში დაახლოებით 200,000 ადამიანი დასაქმდება. 

აეროპორტი სრული დატვირტვით ექსპლოატაციაში სავარაუდოდ, 2023 წელს შევა.

ათათურქი ევროპაში რიგით მესამე ყველაზე დატვირთული აეროპორტია, ის 2017 წელს 63 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ეს ამ აეროპორტის ექპლოატაციის შესაძლებლობის მაქსიმუმს წარმოადგენს. ამ აეროპორტის მგზავრთნაკადი გასული 10 წლის განმავლობაში უკვე გასამმაგდა. მგზავრთა რაოდენობის სწორედ ასეთი მაღალი ზრდის გამო სახელმწიფომ ქვეყნის ცენტრალური აეროპორტის გადატანა გადაწყვიტა.

ათათურქის აეროპორტი 1953 წელს გაიხსნა. 

დღეისთვის მსოფლიოში ყველაზე დატვირთული აეროპორტი ატლანტაში მდებარეობს, ის გასულ წელს 105 მილიონ მგზავრს მოემსახურა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები