NDI-ის კვლევა

NDI: 46% არ დაუჭერდა მხარს, რომ მის გოგო შვილს ჯარში ემსახურა, ხოლო ბიჭს - 10%

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46% არ დაუჭერდა მხარს ქალიშვილის გადაწყვეტილებას, იმსახუროს სამხედრო სამსახურში, ხოლო ვაჟიშვილის შემთხვევაში მხოლოდ 10%.

კითხვაზე "წარმოიდგინეთ, რომ გყავთ ქალიშვილი/ვაჟიშვილი და მან გადაწყვიტა, იმსახუროს სამხედრო სამსახურში. დაუჭერდით თუ არა მხარს მის გადაწყვეტილებას?" 

ქალიშვილის შემთხვევაში: 

არ დავუჭერდი მხარს - 46%
დავუჭერდი მხარს - 49%
არ ვიცი - 5%

ვაჟიშვილის შემთხვევაში:

არ დავუჭერდი მხარს - 10%
დავუჭერდი მხარს - 86%
არ ვიცი - 3%

ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით NDI-ის ახალი კვლევის შედეგები სრულად ნახეთ აქ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები