ქართული ოცნება

1 მაისს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, 11 მაისს - ყრილობა

1 მაისს, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

11 მაისს კი, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო რიგით მეხუთე ყრილობას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა. ამის გამო, პარტიას ახალი პოლიტსაბჭო ეყოლება.

კომენტარები