ხანძარი ბორჯომის ტყეში

ბორჯომის ტყის ნაწილი იწვის

ტელეკომპანია ბორჯომი

ამ წუთებში ბორჯომის ტყის ნაწილი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ხეებსა და ბუჩქებს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძრის არეალი მიუდგომელია და არ იჭერს მობილური ტელეფონი, რის გამოც სამაშველო ჯგუფებს ვერ უკავშირდებიან. ამის გამო, ჯერჯერობით უცნობია, დაახლოებით რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული. 

კომენტარები