Facebook

FACEBOOK საკუთარ გასაცნობ აპლიკაციას შექმნის

Cosmopolitan.com

Facebook საკუთარ გასაცნობ აპლიკაციას შექმნის - ამის შესახებ სოციალური ქსელის დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგმა ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.

გასაცნობი აპლიკაცია ისევე იმუშავებს, როგორც ყველა სხვა Facebook-ის პლატფორმაზე აქამდე შექმნილი აპლიკაციები. მომხმარებლებს, რომლებსაც ენდომებათ, რომ უფრო მეტი პერსონალური ინფორმაცია გასცენ საკუთარი თავების შესახებ და მეწყვილეც იპოვნენ, ცალკე "გასაცნობი" პროფილი ექნებათ და ნაცვლად, ინორმაციისა, მათი პროფილი "პოტენციური მეწყვილეებით" დაიტვირთება.

"პოტენციური მეწყვილეების" სიაში არ შევლენ ის ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელში მეგობრების სიაში გყავთ.

ჯერ-ჯერობით უცნობია თარიღი, როდის იქნება აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელი.

კომენტარები