Facebook

არჩევნებთან და Facebook-თან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ Cambridge Analytica იხურება

პოლიტიკური საკონსულტაციო კომპანია Cambridge Analytica, რომელმაც Facebook-ის 80 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემები პოლიტიკურ, მათ შორის, დონალდ ტრამპის კამპანიისთვის გამოიყენა, იხურება.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათი ქმედებები არა მხოლოდ სამართლებრივად გამართული, არამედ ონლაინ სარეკლამო ბიზნესში სრულიად მისაღებ პრაქტიკას წარმოადგენდა - როგორც პოლიტიკური, ასევე კომერციული მიმართულებით. მათი თქმით, მედიის მხრიდან ნეგატიური გაშუქების გამო კლიენტები და მიმწოდებლები დაკარგეს, რის გამოც ვეღარ აგრძელებენ საქმიანობას.

სკანდალის შესახებ, რომლის ცენტრშიც Facebook მოექცა, წაიკითხეთ მეტი აქ.

კომპანიამ მონაცემები სოციალურ ქსელში პერსონალური ტესტის აპლიკაციით მოიპოვა. 

კომენტარები