ინდოეთი

ინდოეთში მტვრიან ქარიშხალს სულ მცირე 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: PTI

ინდოეთში მტვრიან ქარიშხალს სულ მცირე 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ათობით ადამიანი.

ქარიშხალი თავს ქვეყნის ჩრდილოეთით, რაჯასტანის და უტარ-პრადეშის პროვინციებს დაატყდა.

ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა და სახლები დაანგრია. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

შტორმმა დედაქალაქ დელიმდეც მიაღწია, თუმცა მსხვერპლი არ გამოუწვევია.

ზაფხულში ინდოეთის ამ ნაწილში მტვრიანი ქარიშხლები უჩვეულო მოვლენა არ არის. უტარ-პრადეშის პროვიცნიის ქალაქ აგრაში მდებარეობს ცნობილი თაჯ-მაჰალის მავზოლეუმი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები