აიისა

სასამართლომ "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვის გაყიდვა აუკრძალა

0 კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა. მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა).

სასამართლომ აიისას დააკისრა, გაყიდვიდან ამოიღოს შემდეგი შეფუთვები:

გარდა ამისა, სასამართლომ "აიისას" დააკისრა, არ გაყიდოს პრეზერვატივი შეფუთვით - "ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა". აღსანიშნავია, რომ ეს შეფუთვა მხოლოდ რეკლამის სახით არსებობდა და გაყიდვაში არც ისე ყოფილა.

აიისა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციის სასამართლოში ასაჩივრებს. ასევე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. დავის დასრულებამდე, პრეზერვატივების მწარმოებელს არ აქვს ვალდებულება, ჯარიმა გადაიხადოს და შეფუთვები რეალიზაციიდან ამოიღოს.

"ქართულმა იდეამ" თბილისის მერიას 17 მარტს მიმართა. ამის შემდეგ, მერიამ მიიჩნია, რომ პრეზერვატივ "აიისაზე" გამოსახული რეკლამა არაეთიკურია და რეკლამის წარმოებისა და გავრცელების წესს არღვევს. მერიამ ინდივიდუალური მეწარმე ანი გაჩეჩილაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები