უბედური შემთხვევა

ახმეტაში ხრამში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ახმეტაში, სოფელ ხადორთან, ხრამში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე 20 მაშველი მუშაობდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. 150 მეტრის სიმაღლიდან ახალგაზრდა მამაკაცი ხევში ჩავარდა. ის თანმხლებ პირებთან ერთად სანადიროდ იყო წასული.

კომენტარები