ბასიანი

BASSIANI: კლუბში შემოჭრილია სპეცრაზმი

Bassiani.com

Bassiani-ს დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის თქმით, კლუბში სპეცრაზმია შეჭრილი.

ამის შესახებ ნაჯა ორაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

"SOS. სპეცრაზმია შეჭრილი ბასიანზე, ასევე გალერიში, ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით. ომი გამოგვიცხადეს." - წერს ნაჯა ორაშვილი.

ტაბულა ამ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ მათ ცოტა ხანში დავუკავშირდეთ.

კომენტარები