სპეცრაზმი კლუბებში

შსს: კლუბებში, Bassiani და გალერი, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

Bassiani.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლუბებში Bassiani და გალერი "საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს." ამის შესახებ უწყებაში ტაბულას განუცხადეს. დამატებით დეტალებზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. 

ცოტა ხნის წინ Bassiani-ს დამფუძნებლმა, ნაჯა ორაშვილიმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კლუბში სპეცრაზმია შეჭრილი.

კომენტარები