სპეცოპერაციები კლუბებში

ხოშტარია: შინაგან საქმეთა სამინისტრო ცეკვის დროს არბევდა თავისუფალ მოქალაქეებს

ტაბულა

"წუხელ, რაც პირდაპირი ეთერით ვიხილეთ, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ, პატიოსან, წესიერ მოქალაქეებზე და ქალაქის სტუმრებზე თავდასხმა და ძალადობა. ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია წუხელ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აფასებს.

,,ეს იყო უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების, შეკრების თავისუფლების. შუა ქალაქში მოაწყეს თავისუფალი ადამიანების რბევა, რომელსაც კავშირი არ ჰქონია არც ნარკორეალიზატორებთან და არც კრიმინალთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცეკვის დროს არბევდა თავისუფალ მოქალაქეებს. ჩვენ ერთის მხრივ ქვეყანაში გვაქვს კრინიმალის პრობლემა და ამ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ამას. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მძიმე ვითარება, როდესაც ახალგაზრდები იღუპებიან ნარკოტიკებისგან და ესეც არის არასწორი ნარკოპოლიტიკის შედეგი და ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ამას ებრძოლოს ხელისუფლება, ისინი გადავიდნენ თავისუფალი, წესიერი მოაქალაქეების მიმართ ძალადობაზე,’’- ამბობს ელენე ხოშტარია.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიან ღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა.

კომენტარები