შუალედური არჩევნები ცაისში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება

ghn.ge

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ცესკოს ინფორმაციით, თემში სულ 2 819 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ცაიშში სამი საარჩევნო უბანია გახსნილი.

ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის, ქართული ოცნებიდან - თენგიზ ალმასია, ევროპული საქართველოდან - გოდერძი კუკავა და თავისუფალი საქართველოდან - ბაჩუკი ნარუშვილი.

ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს და 12 საათისათვის, სამივე უბანზე აქტივობა 16.74% იყო. 

სოფელ ცაიშში შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ზუგდიდი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ცაიშიდან, თამაზ ჟორჟოლიანი გარდაიცვალა.

კომენტარები