17 მაისს, სიღნაღის და გორის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

pennystockresearch

17 მაისს, სიღნაღის და გორის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. სოკარ ჯორჯია გაზი მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებს.

ქალაქ გორში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება ბახტრიონის, გამსახურდიას, გარსევანიშვილის, გმირების (ყოფილი კუტუზოვის), გოგებაშვილის, ვაჟა ფშაველას, იერუშალაიმის, კასტელის, კახნიაშვილის, კირიონის, ლიტვინოვის, ლომოურის, მარჯანიშვილის, ოქტომბრის, რუსთაველის, სამეფოს, სტალინის, ქართლის, ქუთაისის, ჩიტაძის, წერეთლის, ჭავჭავაძის, ჭონქაძის, ხერხეულიძის, ჯუღაშვილის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, გიორგი ბრწყინვალის, დავითაშვილის, ეკ. ჯუღაშვილის, თბილისის, იაკობ ჯუღაშვილის, კლდიაშვილის, კუტუზოვის, ნინოშვილის, პუშკინის, ფარნავაზის, ყაზბეგის, შარტავას, ცხინვალისა და ჯუღაშვილის ქუჩებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწდება ქალაქ სიღნაღს, სოფელ ნუკრიანსა და სოფელ ზემო მაღაროს.

"სოკარ ჯორჯია გაზი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები" - აცხადებს კომპანია. 

კომენტარები