თბილისში ლიბერთი ბანკის ერთერთი ფილიალი დააყაჩაღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები.