17 მაისი

შსს: 17 მაისს დავიცავთ აქციაში მონაწილეების გამოხატვის თავისუფლებას

17 მაისი, 2017
ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირობას დებს, რომ 2018 წლის 17 მაისს აქციაში მონაწილე თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს. 

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს, მოწოდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა," - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

შსს-ში ამბობენ, რომ 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით მათსა და არასამთავრობო სექტორს შორის გაიმართა არაერთი შეხვედრა. შეთანხმდა აქციის ადგილი, დრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით გასატარებელი ღონისძიებები.

სამინისტროში ასევე ისაუბრეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაში ეფექტიანობის ზრდაზე. 

კომენტარები