17 მაისი

ქართული იდეის წევრები პარლამენტის ძველ შენობასთან შეიკრიბნენ

ტაბულა

ორგანიზაცია ქართული იდეის წევრები პარლამენტის ძველ შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი კანცელარიასთან მისვლას აპირებენ "პრევენციის მიზნით", რათა ლგბტ აქტივისტებმა აქცია არ გამართონ. აქვე შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ორგანიზაციის ერთერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა და გამოკითხვაზე გადაიყვანა.

დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიას გააპროტესტებენ. მას შემდეგ, რაც "თანასწორობის მოძრაობამ" შეკრება გააუქმა, აქტივისტების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, აქცია მაინც გამართოს.

მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეებს მისვლა შეუძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ისე ორგანიზებულად, შსს-ს დახმარებით.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

2013 წლის 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილ მოქალაქეებს მშვიდობიანი მსვლელობის საშუალება რელიგიურმა ექსტრემისტებმა არ მისცეს. საქართველოს საპატრიარქომ და მრევლმა აქცია ძალადობრირად დაშალა. 5 წლის შემდეგაც კი, სახელმწიფოს სათანადოდ არავინ დაუსჯია. მას შემდეგ, ყოველი წლის 17 მაისს მშვიდობიანი, სიმბოლური აქცია წინასწარი რეგისტრაციით ტარდება. რადიკალური ჯგუფებისგან წამოსული საფრთხის გამო, პოლიციას აქციის მონაწილეები ყვითელი ავტობუსებით გადაჰყავს.

გარდა ამისა, 2013 წელს, რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები