სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყების ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი ფულის გასაღების გამო ორი პირი დააკავა. დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქე ტანრივერდი კ.-ია, ხოლო მეორე რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა.
სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დმანისის რაიონში მცხოვრებმა ტანრივერდი კ.-მ საქართველოს მოქალაქეს ყალბი ფულის შესყიდვა შესთავაზე. სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებული განმარტავს, რომ ყალბი ფული მას თურქეთის რესპუბლიკიდან ჰქონდა შემოტანილი. ამასთან, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტანრივერდი კ.-მ და მისმა თანამზრახველმა, რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა.-მ, ხსენებულ მოქალაქეს ორ ნაწილად გადასცეს 4 000$-ის ოდენობის ყალბი ფული, რის სანაცვლოდაც 1 400$ აიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთახმებით, ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადებას გულისხმობს და 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყალბი ფული