შსს

ხუდადოვზე საქართველოს ფოსტის სავაჭრო ჯიხურის დაყაჩაღებისთვის, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხუდადოვის ქუჩაზე "საქართველოს ფოსტის" კუთვნილი სავაჭრო ჯიხურის დაყაჩაღების გამო ერთი პირი დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, 1978 წელს დაბადებული ო. ჯ. რამდენიმე დღის წინ "საქართველოს ფოსტის" სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6 200 ლარი გაიტაცა და ადგილიდან მიიმალა. შსს-ის ინფორმაციით დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ითვალისწინებს პატიმრობას ვადით 5-დან 7 წლამდე. 

კომენტარები