მიხეილ სააკაშვილი

სააკაშილი: ივანიშვილი გვპარავს ისტორიას, სურს გამოცვალოს ჩვენი მეხსიერების ჩიპი

Reuters

მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი ციფრების გაყალბებაში დაადანაშაულა. 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც, მისი თქმით, გაყალბებულ ციფრებზე საუბრობს.

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს უფრო მეტი ხალხი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე მიდიოდა, მაშინ, როცა ივანიშვილის დროს 700 ათასმა ქართველმა დამატებიტ დატოვა საქართველო. ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა 150 ათასით. ამის ყველა ციფრი იყო საქსტატში, ამის ყველა ციფრი აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. მაშინ, როცა მე ამის შესახებ კიდევ ერთხელ შევახსენე საზოგადოებას, საქსტატში გაქრა ძველი ციფრები და გაჩნდა ახლები. კერძოდ: 

ძველი ციფრებით, 2004 წელს, საქართველოს მოსახლეობამ მოიმატა 5,500-ით; ახალი ციფრებით, რომელიც გაჩნდა იქ რამდენიმე დღის წინ, თურმე საქართველოს მოსახლეობას კი არ მოუმატია, არამედ დაუკლია 16 ათასი ადამიანით [...]

მეტიც, ივანიშვილი ბოღმით სკდება, რომ ჩვენ დროს ინვესტიციები იყო უფრო მეტი და ახალი ციფრი გააკეთა, 2007 წელს ჩვენი მონაცემები, როცა საქართველომ მიიღო რეკორდული ციფრი ინვესტიციებით, 2 მლრდ 100 მლნ ევრო. ახლა შეცვლილი ციფრებით, თურმე ჩვენ 2007 წელს მიგვიღია 1 მილიარდ 580 მილიონი აშშ დოლარი. რატომ, იმიტომ რომ ინვესტიციების გაყალბებული ციფრებზე უფრო დაბალი იყოს. 

ივანიშვილი გპარავთ თქვენ ჩვენს ისტორიას, მას უნდა, რომ გამოცვალოს ჩვენი მეხსიერების ჩიპი, მაგრამ კომპიუტერში არსებული ინფორმაცია არ იშლება და ეს ინფორმაცია არის უტყუარი. და მეორე, ხალხს ხომ ახსოვს", - თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები