არჩილ ტატუნაშვილი

პრეზიდენტი: ტატუნაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გაეგზავნება

Reuters

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ აღნიშნულ საქმეზე განაცხადს შეიტანს. დღესვე პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

"ამ საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი ამზადებს ევროპულ სასამართლოში შესატანად,რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ პარასკევს გავაგზავნეთ განცხადება რუსეთის ფედერაციაში გამოძიების დაწყების შესახებოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან და წამებასთან დაკავშირებით.

რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი პირი, რომელსაც ბრალად შეერაცხება აღნიშნული უკანონო ქმედება, რადგანრუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და ახორციელებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზედა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ის სახელმწიფო, რომელიცკონკრეტულ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ ტერიტორიაზე, მომხდარი დანაშაულები სრულად მასშეერაცხება.

ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან უნდა გვქონოდა კომუნიკაცია. ჩვენ მოვთხოვეთ გამოძიების დაწყება.ველით რუსეთის ფედერაციისგან პასუხს. რასაკვირველია, დიდი იმედები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს.

ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ამოვწუროთ შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები და ადამიანის უფლებათა ევროპულსასამართლოს მივმართოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ", - ამბობს პრეზიდენტი.

არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 22 თებერვალს საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და მოკლეს, ოჯახს კი მისი ცხედარი 26 დღის შემდეგ დაუბრუნეს.

კომენტარები