განზრახ მკვლელობა

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ნ.თ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ.გორში ნ.თ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის მრავალჯერადი დარტყმებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მ.ს. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.თ. 2017 წლის 26 ივლისს ქ.გორში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა." - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები