ეკონომიკური ზრდა

100 წელი დამოუკიდებლობიდან - რამდენად ღარიბია საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე

0 კომენტარი

ფოტო: wikipedia

რამდენიმე დღეში საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა, ამ თარიღიდან 27 წელი გავიდა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, დღეისთვის უმდიდრესი პოსტსაბჭოტა ქვეყანა ლიტვაა, რომლის მშპ ერთ მოსახლეზე $32,300 დოლარია. საქართველო ლიტვასთან შედარებით სამჯერ ღარიბია და მისი მშპ ერთ მოსახლეზე $10,700 დოლარს შეადგენს. საქართველო სიმდიდრით მხოლოდ 6 პოსტსაბჭოთა ქვეყანას ასწრებს, ესენია: უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ყველაზე ღარიბი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ტაჯიკეთია, რომლის მშპ ერთ მოსახლეზეც $3,200-ია. სხვაობა ლიტვასა და ტაჯიკეთს შორის $29,000 დოლარს აღემატება.

იმ ეკონომიკური ზრდით, რაც საქართველოს 2013-2017 წლებში ჰქონდა, ანუ საშუალოდ 3.74%-ით, საქართველო დღევანდელი ლიტვის სიმდიდრეს მხოლოდ 29 წლის შემდეგ დაეწევა. 

IMF ქვეყნების ეკონომიკების შეფასებისას იყენებს მსიდველუნარიანობის გათანაბრების სპეციალურ მეთოდს ანუ PPP-ს (purchase power parity). გათანაბრების შემდეგ საქონლისა და მომსახურების ფასები ყველა ქვეყანაში უნიფიცირებული ხდება, რაც ამ ქვეყნების მონეტარული პოტენციალის უკეთ შეფასების საშუალებას იძლევა. სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოსთვის ასე დათვლილი მშპ ერთ სულზე 2017 წელს დაახლოებით $10,747 დოლარია, ამ გათანაბრების გარეშე კი ეს მაჩვენებელი $4,098 დოლარია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები