სპეცოპერაცია კლუბებში

"ბასიანი" სტუმრებს საავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მიიღებს

0 კომენტარი

"ბასიანის" დამფუძნებლის ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, კლუბი მუშაობას სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში განაახლებს.

"სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში დანიშნავთ ივენთებს" - აღნიშნა გელბახიანმა კლუბიდან გამოსვლის შემდეგ.

"ბასიანს" შსს-მ ლუქი დღეს მოხსნა. ორი საათის განმავლობაში კლუბში მფლობელები სამართალდამცველებთან ერთად იმყოფებოდნენ. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, პირველადი დათვალიერებით, კლუბში ინვენტარი დაზიანებული არ არის.

სპეცოპერაცია ღამის კლუბებში 12 მაისს ჩატარდა. სამართალდამცველებმა ბასიანსა და გალერიში მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. შს მინისტრის განცხადებით, მათი მიზანი იყო, რომ ნარკორეალიზატორები კლუბებს გარეთ დაეკავებინათ, თუმცა - "ერთმა შეგვასწრო".

სპეცოპერაციის შემდეგ დროებით დაიხურა ორივე კლუბი, გალერის გუშინ ლუქი მოხსნეს, ბასიანი კი, ამ დრომდე დახურული იყო. კლუბის დამფუძნებელმა გუშინ განაცხადა, რომ თუ ბასიანი 1 ივნისამდე არ გაიხსნებოდა, ფინანსური დავალიანების გამო, მისი ოფიციალურად დახურვა მოუწევდათ.

ამასთან, კლუბ ბასიანის ორგანიზებით, 27 მაისს აქცია იყო დაანონსებული - ბრძოლა ბასიანისთვის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები