საქართველო-ლიტვა

საპასუხო ჟესტი - საქართველომ ლიტვას ავთენტური სახელი “ლიეტუვა” უწოდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა. ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა გასცა. 

"ეს გადაწყვეტილება არის საპასუხო მეგობრული ჟესტსი მიმდინარე წლის 3 მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ, ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაზე, რაც გახლდათ ლიტვის მხარის მორიგი მეგობრული ნაბიჯი საქართველოსადმი.

როგორც ლიტვის, ასევე საქართველოს გადაწყვეტილებები უაღრესად სიმბოლურია, ვინაიდან წელს ლიტვამ სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი იზეიმა, ხოლო საქართველო სწორედ მაისის თვეში აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს" - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები