დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი სამიტი გააუქმა

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი სამიტი გააუქმა. ტრამპის განცხადებით, ამ ეტაპზე არახელსაყრელი გარემოა სამიტის გასამართად.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს 12 ივნისს დაგეგმილი სამიტის გაუქმებით დაემუქრა, თუ აშშ დაჟინებით მოითხოვდა, რომ ქვეყანას სრულად დაეთმო ბირთვული იარაღი.

კიმ ჩენ ინის განცხადება ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო, KCNA-მ გაავრცელა და მასში ნათქვამია, რომ თუ აშშ ჩრდილოეთ კორეას კუთხეში მიიმწყვდევს და ცალმხრივ მოთხოვნებს წაუყენებს ბირთვული იარაღის დათმობის შესახებ, ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებებისადმი ინტერესს დაკარგავს და 12 ივნისს დაგეგმილ შეხვედრას ჩაშლის.

კომენტარები