დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ულოცავს მთელს საქართველოს, ყველა თავისუფლების ერთგულ მებრძოლსა და თავისუფლების სულისკვეთებით აღვსილ ადამიანს დამოუკიდებობის 100 წლის დღესასწაულს.
დაე უფალმა აკურთხოს ჩვენი მრავალჭირნახული ქვეყანა და დაგვეხმაროს ეგვიპტიდან აღთქმული მიწისაკენ სავალი ურთულესი გზის ღირსეულად გავლაში!", - ნათქვამია განცხადებაში.