მთავარი პროკურატურა

შოთაძის წლიური ხელფასი 117,000-ლარია, მისი მოადგილეების ხელფასი კი 455,000 ლარი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეა, მის მიერ 2017 წლის ბოლოს ჩაბარებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან წლის განმავლობაში 117,000 ლარი გამოიმუშავა. ეს თვეში 9,750 ლარს შეადგენს. ეს პრემიერმინისტრის ანაზღაურებას ორჯერ აღემატება. 

რაც შეეხება მთავარი პროკურორის მოადგილეებს მათ მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, მათი საერთო ანაზღაურება 455,000 ლარია. დეკლარაციების მიხედვით, შოთაძეზე მაღალი ანაზღაურება მის მოადგილეს, გიორგი ბადაშვილს აქვს. 

გიორგი ბადაშვილი - ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან წლის განმავლობაში 121,152 ლარი გამოიმუშავა, ეს თვეში 10,096 ლარს შეადგენს.

მამუკა ვასაძე - ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან წლის განმავლობაში 112,680 ლარი გამოიმუშავა, ეს თვეში 9,390 ლარს შეადგენს.

გიორგი გოგაძე - ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან წლის განმავლობაში 111,240 ლარი გამოიმუშავა, ეს თვეში 9,270 ლარს შეადგენს.

გიორგი გაბიტაშვილი - ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან წლის განმავლობაში 111,240 ლარი გამოიმუშავა, ეს თვეში 9,270 ლარს შეადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები