საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ბაჩუკი ქარდავა: ხვალ 6 საათზე შევიკრიბებით და სამოქმედო გეგმა გახდება ცნობილი

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძეს, ზვიად კუპრავას, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, რომ ხვალ 18:00-ზე შეიკრიბებიან და წარადგენენ სამოქმედო გეგმას.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხადასაჭერი აქცია "ნუ მომკლავ" 18:00-ზე განახლდა.

აქციაზე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შსს ზვიად კუპრავას დაკავებას აპირებდა.

ამის შემდეგ ზვიად კუპრავამ აქცია დატოვა და ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ის და ზაზა სარალიძე არიან მეგობრები, თუმცა არა თანამებრძოლები.

ზაზა სარალიძემ განხეთქილების არსებობა უარყო და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა გაერთიანებულიყვნენ და მხარი დაეჭირათ მისთვის სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კომენტარები