უკანონო ხე-ტყე

სატყეო სააგენტო: ამოვიღეთ უკანონოდ მოპოვებული, 5მ³-მდე პირველი ხარისხის სამასალე მერქანი

ეროვნული სატყეო სააგენტო

ეროვნული სატყეოს სააგენტოს ინფორმაციით, ხაშურში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

"სამართალდამრღვევმა წიწვოვანი სახეობის მერქნით დატვირთული სამარშრუტო ტაქსი, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებისას დატოვა და მიიმალა, თუმცა ხაშურის პოლიციის დახმარებით მოხდა ავტომობილისა და მძღოლის იდენტიფიცირება.

უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქანი და ავტომობილი დაილუქა", - აცხადებენ უწყებაში.

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

კომენტარები