ტრანსპორტი

საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყველაზე იშვიათად ვაკის მაცხოვრებლები იყენებენ

0 კომენტარი

ფოტო: თბილისის მერია

დღეს 14:00-დან თბილისის ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსპორტო არტერია - მეტრო მუშაობას განაახლებს, შედეგად ქალაქში წარმოშობილი სატრანსპორტო კრიზისი დასრულდება. თბილისის მერიამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ფრანგული კომპანია SYSTRA-ს დახმარებით ორი წლის წინ მოამზადა კვლევა, რომელშიც დედაქალაქში კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ათვისების მაჩვენებლებს ეხება.

კვლევის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეებს - მეტროს, ავტობუსებსა და მარშუტკებს ყველაზე დაბალი სიხშირით ვაკის მოსახლეობა იყენებს. ვაკის საშუალო მაცხოვრებელი დღის განმავლობაში 0.49-ჯერ იყენებს საქალაქო ტრანსპორტს, როდესაც ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია დიდუბეში და ის 0.66 გადაადგილებას შეადგენს.

უბნების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების სიხშირე ასეთია:

  • დიდუბე - 0.66 გადაადგილება დღეში ერთ მოსახლეზე
  • ნაძალადევი - 0.60 გადაადგილება დღეში ერთ მოსახლეზე
  • დიღომი - 0.59 გადაადგილება დღეში ერთ მოსახლეზე
  • საბურთალო - 0.57 გადაადგილება დღეში ერთ მოსახლეზე
  • ვარკეთილი - 0.55 გადაადგილება დღეში ერთ მოსახლეზე
  • გლდანი - 0.53 გადაადგილება დღეში ერთ მოსახლეზე
  • ვაკე - 0.49 გადაადგილება დღეში ერთ მოსახლეზე

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება სიხშირე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია შინამეურნეობაში (ოჯახში) არსებული ავტომანქანების რაოდენობაზე:რაც უფრო მეტი ავტომანქანაა შინამეურნეობაში მით უფრო ნაკლებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება.

კვლევის მიხედვით, შინამეურნეობების მიხედვით ყველაზე მეტი ავტომობილი ვაკე-საბურთალოზე მოდის. ვაკეში შინამეურნეობების 70%-ს ჰყავს საკუთარი ავტომობილი. საბურთალოზე კი ეს მაჩვენებელი 72%-ია. დედაქალაქის საშუალო მაჩვენებელი კი 51%-ს შეადგენს.

უბნების მიხედვით, ავტომობილის მქონე შინამეურნეობების განაწილება ასეთია:

  • საბურთალო 72%
  • ვაკე 70%
  • ჩუღურეთი 60%
  • მთაწმინდა 56%
  • გლდანი - 49%
  • დიდუბე 45%
  • სამგორი 43%
  • ისანი 42%
  • ნაძალადევი 38%

მეორე და მესამე ავტომობილების რაოდენობა ყველაზე მაღალი ასევე ვაკე-საბურთალოზეა. აქ ოჯახების 13%-ს ერთზე მეტი ავტომობილი ჰყავს. 

კვლევის მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს უფრო მეტად ქალები მოიხმარენ ვიდრე კაცები. ქალები დღეში საშუალოდ 0.68-ჯერ იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კაცები კი 0.52-ჯერ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები