8 წუთი

ქართული ფილმი "8 წუთი" ინსბრუკის ფესტივალის პრიზის მფლობელი გახდა

8 წუთი

ინსბრუკის ფესტივალის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ცნობით, ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "8 წუთი" ინსბრუკის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში. 

ფილმის რეჟისორები: გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი

სცენარისტები: ზაზა კოშკაძე და მარი ბექაური

პროდიუსერები: გეგა ხმალაძე და მაგდა დათუაშვილი.

ფილმი უკვე რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორია, მათ შორის რუმინეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალების. გარდა ამისა, მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი ფესტივალების შერჩევაში, როგორიცაა კოტბუსის კინოფესტივალი. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად კოტბუსის კინოფესტივალის ჟიურიში მინიმუმ ორი ოსკაროსანი რეჟისორი მაინც არის წარმოდგენილი.

 

 

კომენტარები