უამინდობა

ძლიერი წვიმის შედეგად, გურჯაანში რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა

0 კომენტარი

გუშინ ღამით გურჯაანში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ. 

უხვი ნალექის გამო, მდინარე ჭანდრისხევიც ადიდდა და საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დატბორილია: გურჯაანში - 6, ყვარელში - 1, სოფელ ველისციხეში - 1 სახლი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები